26 წლის ნიგერიელი ფორვარდი კენედი მვანგანგა ბათუმის "დინამოში" ითამაშებს. ეს - კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით. მვანგანგა ბოლოს ფინურ "ინტერში" თამაშობდა და 30 ტურიდან 28-ში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლიც გაიტანა.
მვანგანგა 19 წლის იყო, როცა სამშობლოდან ტურკუს "ინტერში" გადავიდა, სადაც კარგი თამაშით მიიქცია ყურადღება და ბელგიურმა "გენკმა" შეიძინა. საუკეთესო პერიოდი სწორედ "გენკში" გაატარა, იქ მოიგო ბელგიის ჩემპიონატი და სუპერთასიც. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.
მვანგანგა "ბეერსხოტში", "ვესტერლოსა" და "რუზელარეშიც" გამოდიოდა.