კალათბურთი

16:31 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ჯეიმსი და უესტბრუკი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თებერვლის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “ოკლაჰომას” ლიდერი რასელ უესტბრუკი დაასახელეს, ხოლო აღმოსავლეთში - ლებრონ ჯეიმსი.

ლებრონ ჯეიმსი თებერვალში გამართულ 10 მატჩში საშუალოდ 25,9 ქულას, 10,6 მოხსნასა და 7,2 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. ხოლო უესტბრუკი – 33,4 ქულას, 11 მოხსნასა და 10 პასს. “ოკლაჰომამ” 11-დან 7 შეხვედრა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ უესტბრუკი და ლებრონი ნოემბერშიც საუკეთესო კალათბურთელები გახდნენ.

0.115732