ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “ჩიკაგო ბულზთან” 87:94 დამარცხდა. ტრადიციულად, ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 14 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ბოლო 3 წუთი “მეომრებმა” 2:10 წააგეს. თანაც “გოლდენ სტეიტს” ერთ-ერთი ლიდერი კევინ დურანტი აკლდა, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს და ჯერჯერობით მისი დაბრუნდების თარიღი უცნობია.
“გოლდენ სტეიტი” 50 მოგებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. “ოქროსშტატელები” მომდევნო მატჩში გასვლაზე “ნიუ იორკს” დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 6 მარტს თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.