კალათბურთი

23:30 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მატჩის  ბედი  ბოლო  მეოთხედში  გადაწყდა

კალათბურთში სუპერლიგის მიმდინარე ჩემპიონატის მე-19 ტური ,,რუსთავისა’’ და ,,მგზავრების’’ მატჩით დასრულდა.

აღმავლობის გზაზე მყოფმა აუტსაიდერმა ,,მგზავრებმა’’, რომელმაც წინა ტურში ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ,,დინამო’’ დაამარცხა, მესამე ადგილზე მყოფ ,,რუსთავსაც" სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მაიც წააგო - 69:86.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით ,,დაიწყო’’, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ შვიდი ქულის სხვაობით 27: 20 დაწინაურდნენ. მეორე და მესამე მეოთხედმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანეს.

მატჩის ბედი მეოთხე, დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი ,,რუსთავმა’’ უკეთ ჩაატარა და 86:69 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ამ შეხვედრაში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ,,რუსთავის’’ ცენტრალური თავდამსხმელი სერგო ათუაშვილი იყო, რომელსაც ,,მგზავრების’’ უკანახაზელი კორი ალენი ერთი ქულით ჩამორჩა.

,,რუსთავი’’- ,,მგზავრები’’ 86: 69 (27:20, 20:22, 13: 15, 26: 12)

1 დინამო 19 18 / 1 1682 / 1364 37
2 ქუთაისი 19 15 / 4 1537 / 1404 34
3 რუსთავი 19 11 / 8 1510 / 1504 30
4 კაკტუსი 19 8 / 11 1523 / 1624 27
5 სოხუმი 19 8 / 11 1602 / 1640 27
6 ბათუმი 19 7 / 12 1459 / 1520 26
7 ოლიმპი 19 5 / 14 1330 / 1438 24
8 მგზავრები 19 4 / 15 1390 / 1539 23
0.13937