თურქეთის ფეხბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა. აღნიშნული ინფორმაცია უეფას და თურქეთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდებმა დაადასტურეს.
თურქეთამდე ჩემპიონატის ჩატარებისთვის მზადყოფნა გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გამოთქვა. ასევე 2024 წლის ტურნირის მასპინძლობა ერთობლივად შვედეთს, ნორვეგიას, დანიას და ფინეთს სურთ. მსურველთა საბოლოოს სიას უეფა 10 მარტს გამოაცხადებს. ოფიციალური მასპინძლის ვინაობა კი 2018 წლის სექტემბერში გაირკვევა.
მანამდე კი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი 13 ქალაქში ჩატარდება. ნახევარფინალური და ფინალური მატჩები ლონდონში "უემბლიზე" გაიმართება.