ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც სრულიად მსოფლიომ გვარიანად იხალისა, როდესაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი გულისსწორი, ცნობილი რუსი მოდელი, ირინა შეიკი, რაც მეტი, არც ნაკლები, ვირთან ერთად პოზიორობდა.
როგორც ჩანს, ეს პოზიორობა მთლად უბრალო გართობა არ ყოფილა და ირინას ვირუკელებზე გული სერიოზულად აქვს შევარდნილი. აბა სხვას რა უნდა მივაწეროთ ის, რომ ამ თვალსაამო მოდელმა ერთ-ერთი ესპანური ბულვარული ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში ვირებზე ვრცლად ისაუბრა.
ირინა შეიკის აზრით, ვირი შესანიშნავი ცხოველია და ერთგულებითა და ადამიანის სიყვარულით ძაღლსაც კი არ ჩამოუვარდება. ვირს ცხადია არაფერს ვერჩით და ისიც გვჯერა, რომ ცხოველების სიყვარული ადამიანის კეთილშობილურ ბუნებაზე მეტყველებს, მაგრამ ეს ჩვენი კახელები რომ ამ ამბავზე შფოთავენ - ამას რა ვუყოთ?...