კალათბურთში სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმი’’ ლუკა ზაქრაძის, დმიტრი ზაბირჩენკოსა და გიორგი ჯგერენაიას გამოჯანმრთელების შემდეგ სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ამის შესახებ worldsport.ge-ს გუნდის მეპატრონე ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჯგერენაიას კუნთი ჰქონდა დაჭიმული, ხოლო ზაქრაძე და ზაბირჩენკო გაციებულები იყვნენ.