კალათბურთი

10:24 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: "მალე გამოჯანმრთელდი ძმაო"

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მოთამაშე ზაზა ფაჩულია კევინ დურანტის ტრავმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ფაჩულია თანაგუნდელის დაზიანების გამო იმედგაცრუებულია და მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს:

"ჩემზე მეტად არავინაა იმედგაცრუებული კევინ დურანტის ტრავმის გამო. მაგრამ, იგი დაბრუნდება უფრო ძლიერი და ძალიან სწრაფად - მალე გამოჯანმრთელდი ჩემო ძმაო", - დაწერა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულია "ვაშინგტონთან" მატჩის დროს დურანტს უნებლიედ დაეჯახა და ამერიკელმა ვარკვლავმაც ტრავმა მაშინ მიიღო. კევინ დურანტს ოთხი კვირა გაუცდება.

0.131514