ფეხბურთი

12:55 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" VS "ბაიერნი" - სტატისტიკა, ფაქტები, ისტორია

ლონდონის "არსენალმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ისეთი უიმედო ანგარიშით წააგო, რომ ფაქტობრივად საპასუხო თამაშს მიუნხენის "ბაიერნთან" აზრი დაეკარგა. მიუხედავად ამისა, "ემირეითს სთედიუმზე" მაინც საინტერესო თამაშია მოსალოდნელი. სხვა თუ არაფერი, "მეთოფეებს" საკუთარი პრესტიჟი აქვთ დასაცავი.

აღნიშნულ შეხვედრაზე WORLDSPORT.GE თამაშის კონკრეტულ დღეს უფრო ვრცლად ისაუბრებს, მაგრამ მანამდე გავეცნოთ საინტერესო დეტალებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ისტორიას და სხვა.

ლონდონის “არსენალი” ბოლოს მეოთხედფინალში 2009-2010 წლების სეზონში გავიდა. “მეთოფეებს” არნიშნული შედეგის გამეორებისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

პირველ შეხვედრაში “ბაიერნმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 5:1 გაანადგურა. ტიაგო ალკანტარამ დუბლი შეასრულა, ხოლო თიტოჯერ არიენ რობენმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და ტომას მიულერმა გაიტანეს.

უეფას ტურნირების ისტორიაში მხოლოდ სამი შემთხვევა იყო აქამდე, როდესაც ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხებული გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა. “რეალმა” “გლადბახს” ძლია 1985-1986 წლების სეზონში, როდესაც ჯერ სტუმრად წააგო 1:5, შინ კი, 4:0 გაიმარჯვა. “ლეიშოეშმა” 1961-1962 წლების სეზონში, უეფას თასზე “ლა შოსთან” 2:6 წააგო, მაგრამ საკუთარ კედლებში 5:0 აჯობა. “პარტიზანმა” კი 1984-1985 წლებში ქპრ-სთან 2:6 დათმო და მერე 4:0 განადგურა.

უშუალოდ 1:5-ს რაც შეეხება – უეფას ტურნირებში ასეთი ანგარიში 80-ჯერ დაფიქსირდა და პირველ მატჩში დამარცხებული გუნდი შემდეგ ეტაპზე ერთადერთხელ გავიდა (“რეალი”). დანარჩენ შემთხვევაში კი, გუნდებმა მოპოვებული უპირატესობა გამოიყენეს.

ურთიერთშეხვედრები

აქამდე გუნდები 10-ჯერ დაუპირსპირდნენ ერთმანეთს. ყველა თამაში 2000-2001 წლების სეზონიდან იღებს სათავეს. “ბაიერნმა” ინგლისელები სამჯერ (2005, 2013, 2014 წლებში) მერვედფინალიდან გამოაგდეს.

გასულ სეზონში “არსენალში” საკუთარ მოედანზე მესუთ იოზილისა და ოლივიე ჟირუს გოლებით აჯობეს. სხვათა შორის, მაშინ პირველი თამაში გერმანიაში მასპინძლებმა 5:1 მოიგეს.

2015 წლის 20 ოქტომბერს, “ემირეითს სთედიუმზე” გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“არსენალი”: ჩეხი, ბელერინი, მესრტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, სანტი კასორლა, კოკელნი, რემსი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 57), იოზილი, უოლკოტი (ჟირუ 74), ალექსის სანჩესი (გიბსი 82)

“ბაიერნი”: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ბერნატი, ალაბა, ჩაბი ალონსო (კიმიხი 71), ვიდალი (რაფინია 71), მიულერი, ტიაგო ალკანტარა, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა

2013-2014 წლების სეზონში კი, მიუნხენში ბასტიან შვაინშტაიგერის გოლს ლუკას პოდოლსკიმ უპასუხა და მატჩი 1:1 დასრულდა. ლონდონში გერმანელებმა 2:0 მოიგეს.

2014 წლის 19 თებერვალს ინგლისის დედაქალაქში შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს:

“არსენალი”: შჩესნი; სანია, მერტესაკერი, კოშელნი, გიბსი (მონრეალი 31), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (როსიჩკი 76), ფლამინი, უილშირი, სანტი კასორლა (ფაბიანსკი 39), იოზილი, სანოგო

“ბაიერნი”: ნოიერი, ლამი, ბოატენგი (რაფინია 46), დანტე, ალაბა, ხავი მარტინესი, კროოსი, ტიაგო ალკანტარა (პიზარო 79), გიოტცე, რობენი, მანჯუკიჩი (მიულერი 64)

2012-2013 წლების სეზონში კი, არსენ ვენგერის გუნდმა სტუმრად 2:0 მოიგო, მაგრამ მანამდე სახლში 1:3 წააგო და შესაბამისად, ტურნირს გამოეთიშა.

2013 წლის 19 თებერვალს გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“არსენალი”: შჩესნი, სანია, მერტესაკერი, კოშელნი, ვერმაელენი, არტეტა, სანტი კასორლა, რემსი (როსიჩკი 71), პოდოლსკი (ჟირუ 72), უილშირი, უოლკოტი

“ბაიერნი”: ნოიერი, ალაბა, დანტე, ვან ბუიტენი, ლამი, მიულერი, ხავი მარტინესი, შვანშტაიგერი, რობერი (რობენი 63), კროოსი (ლუის გუსტავო 73), მანჯუკიჩი (გომესი 78)

კიდევ ორ თამაშს რაც შეეხება ლონდონში – 2004-2005 წლებში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს (ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგეს), ხოლო 2000-2001 წლებში ფრე დაფიქსირდა – 2:2.

სტატისტიკა

“არსენალი”

“არსენალის” ბალანსი საკუთარ მოედანზე გერმანულ გუნდებთან ასეთია: 11 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება. “მეთოფეებს” ბოლო ორი საშინაო მატჩი ალემანების წინააღმდეგ მოგებული აქვთ, მანამდე კი, ოთხი მარცხი ჰქონდათ განცდილი ზედიზედ.

“არსენალმა” 11 შემთხვევიდან, როდესაც პირველი თამაში წააგო, მომდევნო ეტაპზე გასვლა მხოლოდ ორჯერ მოახერხა. ჯერ სპლიტის “ჰაიდუკი” დაამარცხა, შემდეგ “პორტუ” (1:2, 5:0).

“არსენალი” პენალტების სერიაში – 4 თამაში, 2 მოგება, 2 წაგება:

2008-2009 – “რომა”, ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი, 7:6.

1999-2000 – “გალათასარაი”, უეფას თასი, ფინალი, 1:4.

1994-1995 – “სამპდორია”, უეფას თასი, ნახევარფინალი, 3:2.

1979-1980 – “ვალენსია”, თასების თასი, ფინალი, 4:5.

“ბაიერნი”

მიუნხენელებს ბოლო 13 საგარეო მატჩიდან ჩემპიონთა ლიგაზე სამი აქვთ მოგებული და 7 წაგებული.

გერმანელებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბოლოს სტუმრად სწორედ “არსენალთან” აქვთ მოგებული (2014 წელს, 2:0).

ჯგუფურ ეტაპზე “როსტოვთან” მარცხის გამო კარლო ანჩელოტის გუნდი “ატლეტიკოს” ჩამორჩა და მეორე ადგილით გავიდა პელი-ოფში. ასეთი რამ კი, “რეკორდმაისტერს” ბოლოს 2009-2010 წლების სეზონში შეემთხვა.

პეპ გვარდიოლას დროს, “ბაიერნმა” ზედიზედ სამი სეზონი ნახევარფინალში დაასრულა.

შარშან “ბაიერნმა” “იუვენტუსს” აჯობა მერვედფინალში (2:2, 4:2 დამატებით დროში). ბოლოს კი, პლეი-ოფის პირველი სტადია 2010-2011 წლებში ვერ გაიარა, როდესაც “ინტერთან” წააგო (1:0, 2:3).

“ბაიერნი” ინგლუსურ გენდთან ბოლო ხუთ წელიწადში მე-18 თამაშს ჩაატარებს.

ბავარიელებს ინგლისში ბოლო სამი თამაშიდან ორი წაგებული აქვთ, მაგრამ მანამდე ოთხი მატჩი წაუგებლად ჩაატარა ნისლიან ალბიონზე. მთლიანობაში კი, ინგლისში “ბაიერნის” სტატისტიკა ასეთია: 5 მოგება, 8 ფრე, 8 წაგება.

“ბაიერნი” პენალტების სერიაში – 5 მოგება, 1 წაგება:

2013 წელი – უეფას სუპერთასი, “ჩელსი”, 5:4.

2011-2012 – ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, “ჩელსი”, 3:4.

2011-2012 – ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი, “რეალი”, 3:1.

2000-2001 – ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, “ვალენსია”, 5:4.

1983-1984 – უეფას თასი, მეორე ეტაპი, პაოკ, 9:8.

1973-1974 – ჩემპიონთა თასი, პირველი ეტაპი, “ატვიდაბერგი”, 4:3.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

პრაღის “სპარტას”, “ჩელსისა” და “არსენალის” მაისურით პეტერ ჩეხს “ბაიერნთან” აქამდე რვაკერ უთამაშია – 3 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება. ყველაზე დიდი გამარჯვება კი, 2012 წელს მოიპოვა, როდესაც მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმარჯვა. მაშინ ჩეხმა არიენ რობენს პენალტიც აუღო.

კარლო ანჩელოტი ჩეხს “ჩელსიში” 2009-2011 წლებში ავარჯიშებდა და მასთან ერთად პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოიგო.

მესუთ იოზილს “ბაიერნის” კარში 4 გოლი აქვს გატანილი 15 შეხვედრაში.

არიენ რობენს “არსენალის” წინააღმდეგ 12-ჯერ უთამაშია პსვ-ს, “ჩელსისა” და “ბაიერნის” რიგებში (7 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება) გაუტანა 2 გოლი.

“ლივერპულთან” ერთად ჩაბი ალონსო “არსენალს” 13-ჯერ დაუპირისპირდა – 4 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება.

ჟერომ ბოატენგს კი, “მეთოფეებთან” “მანჩესტერ სიტის” მაისურითაც უთამაშია (2010-2011 წლების სეზონში).

“ბაზელის” შემადგენლობაში გრანიტ ჯაკას “ბაიერნთან” 0:7 აქვს წაგებული 2011-2012 წლების სეზონში.

გარდა ამისა, მას “გლადბახში” თამაშის დროს “რეკორდმაისტერის” პირისპირ რვაჯერ უთამაშია (2 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება).

ფრანსის კოკელინს “ფრაიბურგთან” ერთად მოუწია გერმანულ გინგანტთან დაპირისპირება 2013-2014 წლების სეზონში.

2012-2013 წლების სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ მესუთ იოზილის “რეალს” 4 გოლი გაუტანა.

იმავე წელს, მიულერმა (3) და რობენმა (2) ალექსის სანჩესის “ბარსელონას” გაუტანეს.

2010-2011 წლების სეზონში კი, ტეო უოლკოტმა დუგლას კოშტას მაშინდელი გუნდი, “შახტარი” დაამწუხრა.

2013 წლის 6 თებერვალს, ამხანაგურ მატჩში პარიზში, გერმანიამ საფრანგეთს 2:1 მოუგო. გერმანელთაგან მოედანზე იყვნენ ტომას მიულერი (გოლიც გაიტანა), ფილიპ ლამი და იოზილი, ხოლო მასპინძელთა რიგებში ითამაშეს ფრანკ რიბერიმ, ლორან კოშელნიმ და ოლივიე ჟირუმ.

2012 წლის 29 თებერვალს კი, ბრემენში საფრანგეთმა მოიგო 2:1. მაშინ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს ჟირუმ (გოლის ავტორი), რიბერიმ და ბოატენგმა, იოზილმა, მიულერმა და ნოიერმა.

2015 წლის 8 ოქტომბერს, ალექსის სანჩესის ჩილემ დუგლას კოშტას ბრაზილიას მოუგო (2:0). ერთი გოლი ამ მატჩში “არსენალის” ფორვარდმაც გაიტანა.

ერთად უთამაშიათ

მესუთ იოზილს, შკოდრან მუსტაფის, მანუელ ნოიერს, ტომას მიულერს, მატს ჰუმელსს, ჯოშუა კიმიხსა და ფილიპ ლამს (გერმანიის ნაკრები).

სანტო კასორლას, ჩაბი ალონსოს, ხავი მარტინესს, ნაჩო მონრეალს, ხუან ბერნატსა და ტიაგო ალკანტარას (ესპანეთის ნაკრები).

მატიე დებუშის, ოლივიე ჟირუს, ფრანკ რიბერის, ლორან კოშელნისა და კინგსლი კომანს (საფრანგეთის ნაკრები).

ალექსის სანჩესსა და არტურო ვიდალს (ჩილეს ნაკრები).

მესუთ იოზილსა და ჩაბი ალონსოს (“რეალში” 2010-2013).

ალექსის სანჩესსა და ტიაგო ალკანტარას (“ბარსელონაში” 2011-2013).

პეტერ ჩეხსა და არიენ რობენს (“ჩელსიში” 2004-2007).

"არსენალი" - "ბაიერნი"

7 მარტი, 23:45 საათი

ლონდონი, "ემირეითს სთედიუმი"

0.075201