თეირანში (ირანი) მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს ანა მუზიჩუკი (2558, უკრაინა) და ტან ჟონგი (2502, ჩინეთი) ხვდებიან მესამე პარტია გათამაშდა.
მდევრის როლში მყოფმა მუზიჩუკმა, რომელიც თეთრებით თამაშობდა შეძლო გამარჯვების მოპოვება და ანგარიში გაათანაბრა 1.5: 1.5.
კლასიკური პარტიების მეოთხე დასკვნითი შეხვედრა ხვალ ჩატარდება. თეთრებით ჟონგი ითამაშებს. ყაიმის შემთხვევაში ჩემპიონს ტაი-ბრეიკი გამოავლენს.