ფეხბურთი

23:35 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” ემერსონი გამოისყიდა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა “რომამ” “სანტოსიდან” მარცხენა მცველი ემერსონ პალმიერი გამოისყიდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი “ჯალოროსიში” 2015 წელს გადაბარგდა და დღემდე იჯარის წესით ირჯებოდა მათ რიგებში.

გასულ სეზონში ემერსონმა მხოლოდ რვაჯერ ითამაშა (1 გოლი), ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე ძირითადი შემადგენლობის სრულფასოვან წევრად იქცა – 26 თამაში, 1 გოლი.

22 წლის ემერსონ პალმიერი “რომაში” გადასვლამდე ასევე იტალიური გუნდის, “პალერმოს” ღირსებას იცავდა .

0.115985