მოსკოვში მიმდინარე აეროფლოტის საჭადრაკო ტურნირზე ბოლოსწინა მერვე ტურის პარტიები გათამაშდა. ზედიზედ მოგებული ორი პარტიის შემდეგ ბაადურ ჯობავა (2706) დენის ხიშმატულის დაუზავდა, 5.5 ქულა დააგროვა და უკეთესი მაჩვენებლით მე-5 ადგილზე იმყოფება.
ბოლო, მეცხრე ტურში ჯობავას მეტოქე რაუფ მამედოვი(2688, აზერბაიჯანი) იქნება.
სატურნირო ცხრილის სათავეში ვლადიმერ ფედოსეევი იმყოფება, რომელსაც 6.5 ქულა აქვს.