ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე 108:112 დამარცხდა “ვაშინგტონთან” (VIDEO). ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა 12 ქულა და 8 მოხსნა შესძინა გუნდს. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან ოთხი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი ბოლო წამები აღმოჩნდა, “ვაშინგტონი” 110:108 იგებდა, რა დროსაც კარიმ სამქულიანი ისროლა, ბურთი კალათში არ ჩაეშვა.
“გოლდენ სტეიტი” 50 მოგებით და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” გასვლაზე “ჩიკაგო ბულზს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 3 მარტს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.