კალათბურთი

15:57 | 28.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

რევანში შედგა

კალათბურთში ა-ლიგის მეორე წრე ,,წყალტუბოსა’’ და ,,ტიტების’’ მატჩით გაიხსნა. იმერლებს რევანში ჰქონდათ ასაღები, რადგან პირველ წრეში ,,ტიტებთან’’ 73:76 წააგეს. რევანში შედგა და ,,წყალტუბომ’’ ასევე სამი ქულის სხვაობით 99:96 შეძლო მეტოქის დამარცხება.

აღნიშნული შეხვედრა იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ გამარჯვებული ორი ოვერტაიმის შემდეგ გამოვლინდა.

გარდამალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 38:33.

მეორე ტაიმში გულშემატკივრებმა ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული მეოთხედები ნახეს. მდევრის როლში მყოფი მასპინძლები ძირითადი დროის დასრულებამდე ათი წუთით ადრე 12 ქულის სხვაობით 61: 49 დაწინაურდნენ. ,,ტიტებმა’’ შეძლო ძალების მობილიზება, დარჩენილ დროში ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

პირველი ოვერტაიმი ფრედ 11:11 დასრულდა. მეორე ოვერტაიმი ,,წყალტუბომ’’ უკეთ ჩაატარა და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში 50 ქულითა და 10 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი ,,წყალტუბოს’’ ფორვარდმა ტრავანტე უილიამსმა აჩვენა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი დმიტრი სვირიდოვი-20 ქულა 10 მოხსნა.

სტუმართა შორის 24 ქულით ყველაზე შედეგიანი, ფორვარდი რაიან არონი იყო.ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ მისი თანაგუნდელები უკანახაზელი გიორგი გამყრელიძე და ცენტრალური თავდამსხმელი ნეით დრეიტონი, რომლებმაც შესაბამისდ 16 ქულა, 12პასი და 19ქულა, 11მოხსნა დააგროვეს.

,,წყალტუბო’’-,,ტიტები’’ 99:96 ( ძ.დ. 79:79)

(16:13, 17:25, 28: 11, 18:30.დ.დ. 11:11, 9: 6)

0.116704