დასრულდა ჭადრაკში ვაჟთა შორის 2017-2018 წლების გრან პრის გათამაშების პირველი ეტაპი, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქმა შარჯამ უმასპინძლა.
აღნიშნული ტურნირი, რომელშიც 18 მოჭადრაკე მონაწილეობდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.
პირველი-მესამე ადგილები გაიყვეს ტურნირის რეიტინგ ფავორიტმა მაქსიმ ვაშიე ლაგრავმა(2796, საფრანგეთი), ალექსანდრ გრიშუკმა(2742, რუსეთი) და შახრიარ მამედიაროვმა(2766, აზერბაიჯანი), რომლებმაც 5.5-5.5 ქულა დააგროვეს.
გთავაზობთ საბოლოო სატურნირო მდგომარეობას:
1-3.მაქსიმ ვაშიე ლაგრავი, ალექსანდრ გრიშუკი, შახრიარ მამედიაროვი -5.5-5.5 ქულა.
4-8. ჰიკარუ ნაკამურა(2785,ა.შ.შ), მიხეილ ადამსი(2751,ინგლისი), დმიტრი იაკოვენკო(2709, რუსეთი), დინგ ლირენი(2760, ჩინეთი), იან ნეპომნიაშჩი(2749,რუსეთი) 5.0-5.0.
9-12. პონს ფრანცისკო ვალეხო(2709,ესპანეთი), რიხარდ რაპორტი (2692, უნგრეთი), ლი შაო (2720, ჩინეთი), პაველ ელიანოვი(2759, უკრაია) 4.5-4.5
13-14.ჰოუ იფანი (2651, ჩინეთი), ლევონ არონიანი (2785, სომხეთი) 4.0-4.0
15-17.ა.რ. სალე სალემი(2656, არაბთა გაერთიანებული საემიროები), ჯონ ლუდვიგ ჰამერი(2628, ნორვეგია), ევგენი ტომაშევსკი(2711, რუსეთი) 3.5-3.5
18.ალექსანდრ რიაზანცევი(2671, რუსეთი).
როგორც სატურნირო მდგომარეობიდან ჩანს, ეს ეტაპი დაძაბული გამოდგა. ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები, როგორებიც არონიანი, ელიანოვი და ტომაშევსკი არიან პირველ ათეულშიც კი ვერ მოხვდნენ.