ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 20 წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.
გოგონების ტურნირში 21 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის უნიკალური შედეგი აჩვენა მარიამ ჭოლაძემ, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. 6.0 ქულით მეორე ადგილი მარიამ ჯანიაშვილს ერგო. 5.5-5.5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები ნატა ჯიბუტმა და თამარ ესაძემ გაინაწილეს. უკეთესი მაჩვენებლებით მესამე ადგილი ჯიბუტს ერგო.
ვაჟთა ჩემპიონატში 23 სპორტსმენი მონაწილეობდა. I-III ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდა: ნოე თუთისანი(7.0 ქულა), ნიკა ღვამბერია(6.5), გიორგი სიბაშვილი(6.0).