ფეხბურთი

1:28 | 28.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის 22-ე ტურის სიმბოლური

ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ბუნდესლიგის 22-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ერთბაშად 6 მოთამაშე მოხვდა მიუნხენის “ბაიერნიდან”, რომელმაც შაბათს “ჰამბურგს” 8 (!) უპასუხო გოლი გაუტანა.

22-ე ტურის სიმბოლური ასეთია:

მეკარე: ვიედვალდი (“ვერდერი”);
მცველები: ბელი (“მაინცი”), სოკრატისი (“დორტმუნდი”), ალაბა, ლამი (ორივე “ბაიერნი”);
ნახევარმცველები: კეიტა ("ლაიფციგი"), კომანი, მიულერი, რობენი (სამივე “ბაიერნი”);
თავდამსხმელები: ვერნერი (“ლაიფციგი”), ლევანდოვსკი (“ბაიერნი”).

თეგებიბუნდესლიგა
0.11744