ჟიურიმ, რომელიც 5 არქიტექტორისგან შედგება, 2016 წელს აშენებული საუკეთესო სტადიონების სია დაასახელა. 4 მარტამდე ნებისმიერ დარეგისტრირებულ პირს შეუძლია ხმის მიცემა ამ საიტზე - www.stadiumDB.com.
თავიდან 29 სარბიელი იყო სიაში, მაგრამ ათეული შეირჩა. საინტერესოა, რომ 10 საუკეთესოს შორის, ერთი სტადიონი აფრიკაშიცაა - განაში.
ალიანც არენა"(ვენა, ავსტრია), "კეიპ-კოსტ არენა" (კეიპ-კოსტა, განა), "დაჩია არენა" (უდინე, იტალია), "ჰარდ როკ არენა" (მაიამი, აშშ), "ლონდონ არენა" (ლონდონი, ინგლისი), სტადიონ მაიესკი" (ბიელსო-ბიალა, პოლონეთი), "მედიკალ პარკ არენა" (ტრაპიზონი, თურქეთი), "სივას არენა" (სივასი, თურქეთი), "ვოდაფონ არენა" (სტამბული, თურქეთი), "არენა კრასნოდარი" (კრასნოდარი, რუსეთი)
საუკეთესო ამ ათიდან შეირჩევა და 6 მარტს გამოცხადდება.