მადრიდის “რეალმა” მოსისხლე მტრის, კატალონიის “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორა. საქმე ეხება ზედიზედ მატჩებში გატანილ გოლებს – “რეალმა” მიჯრით 44 თამაშში მოახერხა მინიმუმ ერთი გოლის გატანა და ამ მაჩვენებლით გაუტოლდა სწორედ “ბარსელონას”.
ბოლოს, ზინედინ ზიდანის გუნდმა მოედანი უგოლოდ 2016 წლს აპრილში, “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში დატოვა (0:0).
“ბარსამ” კი იგივე შედეგი შორეულ 1943 წელს დააფიქსირა, როდესაც ასევე ზედიზედ 44 შეხვედრაში შეაგდო გოლი ყველა ტურნირის ჩათვლით.