ძიუდო

22:23 | 26.02.2017 | ნანახია 8882 - ჯერ

საქართველოს ნაკრები დიუსელდორფის გრან პრიზე საუკეთესოა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრიზე 45 ქვეყნის ნაკრებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ირაკლი ცირეკიძის გუნდმა ტურნირი 2-2 ოქროსა და ვერცხლის მედლით ჩაამთავრა და მამაკაცების არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში იმარჯვა.

24-26 თებერვალს გამართულ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. პირველად ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ), ხოლო მეორედ ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) პატივსაცემად. ამირან პაპინაშვილსა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ) კი უმაღლეს ტიტულამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ.

ამ ოთხი ძიუდოისტის გარდა, ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში თავისი წილი ქულა ამბაკო ავალიანმაც შემატა, რომელმაც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-7 ადგილი დაიკავა.

ძიუდო

დიუსელდორფის გრან პრი

24-26 თებერვალი

მამაკაცები

60 კგ

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

3 ფელიპე პელიმი (ბრაზილია)

66 კგ

1 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

2 ნორიჰიტო იშოდა (იაპონია)

3 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

3 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)

73 კგ

1 დენის იარცევი (რუსეთი)

2 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ჟილომ ჩენი (საფრანგეთი)

3 ტომი მაციაში (შვედეთი)

81 კგ

1 ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

2 ატილა უნგვარი (უნგრეთი)

3 დორინ გოტონოაგა (მოლდოვა)

3 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

7 ამბაკო ავალიანი (საქართველო)

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 ხუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)

3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)

3 მიხაელ ზგანკი (სლოვენია)

100 კგ

1 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)

2 აარონ ვოლფი (იაპონია)

3 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)

3 კაზბეკ ზანკიშევი (რუსეთი)

+100 კგ

1 კოკორო კაგეურა (იაპონია)

2 ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია)

3 ბარნა ბორი (უნგრეთი)

3 იერჟან შინკეიევი (ყაზახეთი)

გუნდური ჩათვლა. მამაკაცები

ო ვ ბ V VII

1 საქართველო 2 2 0 0 1

2 რუსეთი 2 1 2 0 0

3 იაპონია 1 3 1 0 0

4 მონღოლეთი 1 0 1 0 1

5 ბელგია 1 0 0 0 1


კომენტარები (28)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:24 | 02.03.2017
tiko (6769)

მოგესალმებით ყველას

22:31 | 01.03.2017
ალექსანდრე (6188)

რა თქმა უნდა არსად გამქრალა და მეც მჯერა მისი. ტურნირი ეს არის გამოცდა, იმ ფიზიკური თუ ტექნიკურ-ტაქტიკური მომზადების შემდეგ, რათა შემოწმდეს მომზადების დონე წლის უმთავრესი შეჯიბრებების წინ (იგულისხმება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი). ხოლო როდესაც ეს მომზადება სავალალოა, გამოცდასაც აზრი ეკარგება. ეს არის და ეს.

15:26 | 02.03.2017
tiko (6769)

წელს ჩირიკას ძალიან გაუჭირდება მსოფლიოზე თAვის წარმოჩენა და ევროპაზეც, თუ დაუბრუნდა თავის წონას იქაც ვფიქრობ რომ გაუჭირდება, ფსიქოლოგიურად არის მოშლილი

03:28 | 02.03.2017
mushni (93569)

+1

21:12 | 01.03.2017
დათო71 (5)

გეთანხმებით ალექსანდრე, მართლაც მძიმე სანახავი იყო ჩირიკას გამოსვლა, მაგრამ არ მინდა დავიჯერო,რომ მისი ოსტატობა და ჩემპიონის სული სადღაც გაქრა.მე მგონი შეუძლია მასაც და მის მწვრთნელებსაც სწორი დასკვნების გამოტანა და იმედია მალე ისევ ძველ ჩირიკას ვიხილავთ.

20:05 | 01.03.2017
ალექსანდრე (6188)

დათო არც თქვენი აზრია ჩემთვის მიუღებელი და შეიძლება სხვა ძიუდოისტებზე დაგეთანხმო, მაგრამ მე შემზარა ჩვენი სახელოვანი ფალავნების (განსაკუთრებით ჩირიკას)ასეთმა უსუსურმა გამოსვლებმა.

15:36 | 01.03.2017
uchimata (343)

6 მსოფლიო ჩემპიონი გვყავს და 6 ოლიმპიური.აქედან ორი მსოფლიო და სამი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს საქართველოს სახელით. სულ 5 უმაღლესი ტიტული.23 წლის განმავლობაში ძაან ცოტა ხო არ არის, როცა ელიტაზე ვსაუბრობთ? მანდ უნდა მოიგო თუ არა გრან პრის დელპოპოლოც იგებს ხანდახან)).ვერ ვართ ელიტა ვერააა... სამწუხაროდ.ძაან სერიოზული სამუშაოა ძიუდოში.შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ. მეც ერთერთი თქვენთაგანი ვარ ვინც ძიუდოთი ცხოვრობს

12:36 | 01.03.2017
დათო71 (5)

ნაწილობრივ გეთანხმებით ალექსანდრე, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, თუ გადაწყვეტილია ამ მოჭიდავეების(ჭრიკიშვილი და ტატალაშვილი) წონების შეცვლა, მაშინ ადაპტაციის მიზნით რაც შეიძლება მეტ ტურნირზე უნდა გამოვიდნენ და თუნდაც წააგონ ჩვენ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ.შეგახსენებთ, რომ ლაშასაც საკმაოდ გაუჭირდა ახალ წონასთან შეგუება. ორი ტურნირის და თუნდაც ერთი სეზონის ჩაგდების გამო არ შეიძლება ჭრიკიშვილის დონის ძიუდოისტების ჩამოწერა.

04:47 | 01.03.2017
ალექსანდრე (6188)

ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობის ერთი რამ არ მომწონს, თუ ძიუდოისტი მზად არ არის, არ უნდა წაიყვანო ტურნირებზე. მაგ. ავთო მისი სტილიდან გამომდინარე იგებს მაშინ, თუ ფიზიკურად ჩაგრავს მოწინააღმდეგეს ისე კი საკმაოდ უჭირს (ნაგასესთან, ხალმურზაევთან). მით უმეტეს ფიზიკურად ჯერ არ არის მზად 90-თვის, სადაც გაცილებით ჯანიანი ხალხია თავმოყრილი. ასევე ზედმეტი იყო გერმანიაში ადამას გამოყვანა, გამოცდილება ამ ხალხს არ აკლია და ტყუილად მათი ტარება მიზანშეუწონელია. იგივე ითქმის ტატალაზეც და სხვებზეც.

20:09 | 28.02.2017
tiko (6769)

ბეგლარასჰვილი მაინც წაეყვანათ 60 კილოში

04:22 | 01.03.2017
mushni (93569)

აბა +1

20:13 | 28.02.2017
tiko (6769)

ბეგლარაშვილი

19:27 | 28.02.2017
ალექსანდრე (6188)

10-12 მარტს კი ბაქოს გრანსლემია.
ჩვენებიდან განაცხადში არიან:
1 -66 kg NAGLIASHVILI
Tornike
2 -66 kg GIUNASHVILI
Lasha
3 -73 kg SHAVDATUASHVILI
Lasha
4 -73 kg NIAZASHVILI
Omari
5 -81 kg REKHVIASHVILI
Zebeda
6 -81 kg KIRAKOZASHVILI
Tamazi
7 -90 kg BERIANI
Nodari
8 -90 kg TCHRIKISHVILI
Avtandili
9 -100 kg LIPARTELIANI
Varlam
10 +100 kg TUSHISHVILI
Guram
11 +100 kg BUGHADZE
Onise

20:06 | 28.02.2017
tiko (6769)

60 კილოში რატომ არავინაააა

04:26 | 01.03.2017
ალექსანდრე (6188)

რა აზრი აქვს, პაპინას მეტი ვერავინ ქაჩავს და პაპინამ პარიზსა და დიუსელდორფში უკვე ბრინჯაო და ვერცხლი აიღო და ეხლა ასვენებენ.

04:23 | 01.03.2017
mushni (93569)

იცი ალე?

19:21 | 28.02.2017
ალექსანდრე (6188)

ბაქომდე 4-5 მარტს პოლონეთიის კატოვიცეს ევროპის ღია პირველობაა
ჩვენებიდა წარდგენილნი არიან
1 -60 kg CHADUNELI
Lasha
2 -66 kg TCHIKAIDZE
Niko
3 -73 kg KAPANADZE
Zviad
4 -81 kg GUGAVA
Levan
5 -81 kg KATSIASHVILI
Giorgi
6 -90 kg MIKUTISHVILI
Beka
7 -100 kg TSULUKIDZE
Rezo
8 -100 kg SANEBLIDZE
Onise

04:23 | 01.03.2017
mushni (93569)

მადლობა ალე

04:27 | 01.03.2017
ალექსანდრე (6188)

არაფერს

17:23 | 28.02.2017
დათო71 (5)

დიუსელდორფის ტურნირი წარუმატებელი ნამდვილად არ ყოფილა, თან იმ ფონზე, როდესაც ლიპარტელიანმა ვერ იჭიდავა ტრავმის გამო, მატიაშვილი და ოქრუაშვილი აშკარად არ არიან კარგ სპორტულ ფორმაში, ხოლო ჭრიკიშვილი კი მძიმედ გადის ადაპტაციას ახალ წონაში. ნათლად გამოჩნდა, რომ პაპინაშვილი და ლაშა ყოველთვის ინარჩუნებენ სტაბილურობას და ჩავარდნები თითქმის არ აქვთ. ხოლო მარგველაშვილმა და ბექამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გუნდის ნამდვილ ლიდერებად ყალიბდებიან. გამოჩნდა სამუშაოც მწვრთნელებისთვის და კიდევ ის რომ სერიოზული პერსპექტივის გუნდი გვყავს და ამ გუნდს პოტენცია აქვს, რომ ყველა შეჯიბრზე ყველა წონაში მედალზე იფიქროს.

14:18 | 28.02.2017
tomuri (1422)

მე მგონია რომ გადაჭარბებულია ჩვენი ნაკრების წარმატებად შეფასება, რადგან დიუსელდორფზე არც ისეთი ძლიერი ძიუდოსიტები იყვნენ ტავმოყრილი, აი პარიზზე რომ დაედოთ ეგეთი შედეგები, მაშინ კი

04:24 | 01.03.2017
mushni (93569)

+1

12:02 | 28.02.2017
ალექსანდრე (6188)

3 ჯერ ევროპის ჩემპიონობა და მსოფლიოზე ოქროს და ვერცხლის მედლებს შემთხვევით არ იგებენ. ადრე თუ გვიან ავთოც დაბრუნდება 90-შიც ექნება წარმატებები. ისე თუ აკვირდებით ოლიმპიადის მერე რუსთა ჩემპიონები სადღაც ქრებიან. 2012 -ის მერე ისაევი სადღაც გაქრა, გალსტიანს და ხაიბულაევს უბრალო ტურნირებიც არ მოუგიათ. ამჟამად გაქრნენ ბესლანოვი და ხალმურზაევი. საინტერესოა რა ხდება.

17:27 | 28.02.2017
CR7NOLE (15561)

როცა ყველაფერი ოლიმპიადით ისაზღვრება ჯობია ოლიმპიადის დროს მოუმატო და ფომის პიკზე იყო ვიდრე მანამდე, 2013-2014 ში ჭრიკიშვილი რა ფომაში იყო? რა ქნა მერე ოლიმპიადაზე?

04:25 | 01.03.2017
mushni (93569)

მართალი ხარ დადადო

14:16 | 28.02.2017
tomuri (1422)

რატომ ქრებიან მეგობარო და რუსეთში ალბათ მაგ ოლიმპიური ჩემპიონობით დიდი ფულს შოულობენ, ყველგან აქვთ გზასნილი, რადაა თუ სხვა თანამდებობა , ჰოდა მაგათაც პოსტსაბჭოთა მენტალიტეტი აქვთ ჩვენმებივით, ფულს თუ იშოვნიან მერე თავს ანებებენ, შავდათუაშვილს არ მივაკუთვნებ მაგ ხალხს ოღონდ, ძალიან მაგარი კაცია

19:32 | 28.02.2017
ალექსანდრე (6188)

მთლად მასე არ არის. გალსტიანმა და ხაიბულაევმა კიდეც ივარჯიშეს და ასპარეზობდნენ კიდეც. მე რაღაც სხვა რამ მგონია.

02:45 | 04.03.2017
mushni (93569)

მაინც რა ალე?

11:26 | 28.02.2017
basharski (219)

ბაქო როდისაა ტუ იციტ

10:36 | 28.02.2017
uchimata (343)

ჭრიკიშვილის ჩამოწერა იქნება???

14:17 | 28.02.2017
tomuri (1422)

ჭრიკიშვილის ჭიდაობ ამ მორჩა, არა მგონია მაგა აწი რამე შედეგი დადოს, ოლიმპიადა მაგისთვის დიდი იმედგაცრუელაბ იყო და ფსიქოლოგიურად ძლაინ ძნელი იქნება ისევ იმ ფორმაში დაბრუნება

12:37 | 28.02.2017
beso68 (2902)

არა, მიუხედავათ ძალიან ცუდი გამოსვლებისა ჯერ არანაირად არ შეიძლება მისი ჩამოწერა(ამ სიტყვის ხმარებაც კი მეუხერხულება ადენი ტიტულის მატარებელი სპორტსმენის მიმართ). ჭირდება ამ კაცს ადაპტაცია, ეს ჩვენ გვინდა აქაც ძლიერი იყოს, მაგრამ არ ხდება ეგრე, დრო სჭირდება, ის კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს.

04:26 | 01.03.2017
mushni (93569)

81 თუ არ ჩამოვა მორჩEნილია

14:19 | 02.03.2017
beso68 (2902)

81-შიც არ იქნება დალხენილი, ადრე არავინ რომ არ ყავდა ირგვლივ, ეხლა მოდიან ახალგაზრდები(აღარ ჩამოვთვლი, იცი ისედაც), აგერ ზებედასაც გაეხსნა მეორე სუნთქვა. წონას უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს, ძლიერი კონკურენტები ორივე წონაში ეყოლება. ეხლა ყველაფერი მაგაზეა დამოკიდებული რა უნდა და როგორ მიზნებს დაისახავს.
ამ ეტაპზე ეხლა მისთვის ალბათ კარგი ფსიქოლოგი იქნება საჭირო.

02:46 | 04.03.2017
mushni (93569)

ბესო მგონია დაიბრუნებს რწმენას 81 მოგებებით

05:58 | 28.02.2017
mushni (93569)

როდისაა ბაქო და დადეთ ვინეები მიდიან?

11:32 | 28.02.2017
Socrates (1377)

10 მარტსstripslashes((strlen('https://www.ijf.org/competition/1447/countries?entries_id_country=6')>0?' https://www.ijf.org/competition/1447/countries?entries_id_country=6':' https://www.ijf.org/competition/1447/countries?entries_id_country=6'))

04:21 | 01.03.2017
mushni (93569)

მადლობა ძმა

21:01 | 27.02.2017
nodo kekelidze (15)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

15:01 | 27.02.2017
ალექსანდრე (6188)

2014 წლის მეორე ნახევრიდან კატასტროფულად მოიმატა წონა და შედეგები მინიმუმზე დაეცა, თუმცა გვახსოვს ბაქოს 2015 წლის ევროპულ თამაშებზე მისი გამარჯვება და მერე 2015 წლის მსოფლიოზე ბრინჯაპ. შემდეგ კვლავ მოიმატა და ისევ კატასტროფა მაგრამ 2016 წლის ყაზახეთის გრანპრიზე ყველას დაუმტკიცა თავის ძალა, ასევე მოუგო მანამდე ბრწყინვალედ მოასპარეზე მატიაშვილს. ხოლო ოლიმპიადაზე სამწუხაროდ ეგრევე დაეჯახა მომავალ ფინალისტ ჰარასავას და თანაბარ ბრძოლაში მხოლოდ 1 შიდოთი წააგო. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ადამა ისევ შევა ფორმაში კვლავ შეძლებს დიდ არენაზე მედლების მოპოვებას.

05:57 | 28.02.2017
mushni (93569)

ვითომ ალე?? ხომ არ წასულა მისის დრო

11:54 | 28.02.2017
ალექსანდრე (6188)

უნდა წონა დაიკლოს და ივარჯიშოს. ისე არაფერი გამოვა.

04:26 | 01.03.2017
mushni (93569)

შესაძლოა

14:55 | 27.02.2017
ალექსანდრე (6188)

ევროპის ჩემპიონატის ფინალში 1 გაფრთხილებით წააგო 2-გზის ოლიმპიურ და 6-გზის მსოფლიო ჩემპიონთან - რინერთან. ესეც მსაჯებისბ დახმარებით, თორემ ყველამ ვნახეთ როგორ გაურბოდა რინერი ადამას ტატამიდან და იქით იყო მოსახსნელი.

14:54 | 27.02.2017
ალექსანდრე (6188)

არავის ვურჩევ ადამას ჩამოწერას, რადგან იგი ევროპის 2 გზის ვერცხლის პრიზიორია, ხოლო 2015 წლის ევროპის ჩემპიონი, მოგებული აქვს მასტერსი, ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორია, მსოფლიო და ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე გადამწყვეტი სხვატკები მოიგო და საქართველოს ნაკრები ჩემპიონი გახადა. მოგებული აქვს გრანსლემი და გრანპრის რამდენიმე ტურნირი, არის 4 გზის საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში.

15:07 | 27.02.2017
sabonis (9584)

რას ჩამოვწერთ თუ უკეთესი არ გამოჩნდა ვერავინ ჩამოწერს, მარა თუ უკეთესი გამოგვიჩნდა ვინმე თავისთავად ჩამოიწერება.

12:28 | 27.02.2017
BEERTRANCE (97819)

გუნდური პირველობა პირველობა დაგვრჩა საბოლოოდ რაც სასიამოვნოა, მარა მაინც რჩება უკმაყოფილების გრძნობა. ჭრიკი არ გავდა თავის თავს, იმედია მალე გაივლის ადაპტაციას, მძიმე წონა იმედგაცრუება. ლიპოს რო ეჭიდავა მონაგარი მეტი გვექნებოდა.

მარგველამ სასიამოვნოდ გამაოცა.
ბექაზე კომენტარიც ზედმეტია. ფიზმომზადება გაუმჯობესებულია. და ეჭვიც არ შეგეპარებოდა.

12:47 | 27.02.2017
sabonis (9584)

ჭრიკი უკან, რომ დაბრუნდეს ძველ წონაში ძაან ძნელი იქნება?

16:02 | 27.02.2017
BEERTRANCE (97819)

შესაძლებელი რო ყოფილიყო, ალბათ დარჩებოდა.

23:41 | 26.02.2017
beso68 (2902)

მოკლე და მორიდებულ შეფასებას გავაკეთებ 5 ბალიანი სისტემით
60 კგ
პაპინაშვილი - კარგი 4 ბალი, ბრინჯაოს კაცი ვერცხლად გადაიქცა
ჩხვიმიანი - 1 ბალი, წაგებასაც ღირსეულად უნდა შეხვდე, არაფერი თუ არ გამოგდის(მიუხედავად იმისა რომ მოწინააღმდეგემ მოგახვია ანტიჭიდაობა) ხელი მაინც უნდა ჩამოართვა შეხვედრის დამთავრებისას.

66 კგ
მარგველა - უდავო 5+, ბექაზე უფრო სტაბილურად ჩაატარა ტურნირი

73 კგ
ლაშა - კოჭლი 4 ბალი, ყაზახთან(მართალია მოიგო) და რუსთან ჩატარებული შეხვედრების გამო.
გიგანი - 2 ბალი. მან 2 ვაზარის შენარჩუნება თუ არა ხელის ჩამორთმევა მაინც იცის.

81 კგ
ტატალა - 3 ბალი, პირველად გამოვიდა 81-ში ჯერ-ჯერობით ბევრი არ მოეთხოვება.
ავალიანი - 3+ ბალი, საწყისი 3 შეხვედრის მოგება(თუნდაც უღიმღამოდ ჩატარებული შეხვედრებისა) ეგეც საქმეა.

90 კგ
ჭრიკი - 2- ბალი, საშინელება იყო ჭრიკის ჭიდაობის ყურება.
ბექა - 5 ბალი.

100 კგ
ტაველური - 3 ბალი.

+100 კგ
მატი და ადამა ორივეს - 2 ბალი.


23:39 | 26.02.2017
ogafa (10220)

ყოჩაღ კარგები ხართ

23:33 | 26.02.2017
mushni (93569)

ჭრიკიმ ჩაეიცვას თბილად

23:33 | 26.02.2017
mushni (93569)

გენეცვალეეეეეეეეეე ტაისონაააააააა

22:49 | 26.02.2017
berodaviti (4285)

ბექამ დააგვირგვინა ბრავო

ზვიად ზვიადაურის ოლიმპიადის ოქროს გზა ათენში კი განუმეორებელია თავისი შინაარსით, თავდაჯერებული, უდრეკი, შემტევი, ერთი ამოსუნთქვით დაიპონებული ფალავნები, თითქოს ღმერთის ძალით დაეჭიდა ადამიანებს...
იაპონელის ფინალში დაიპონება კი კლასიკური წერტილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს და განიცადოს !

12:37 | 27.02.2017
გარეჯი (3417)

ზვიადაურის მოგებას არ ვაკნინებ პირიქით ყველაზე მეტი სიხარული მომანიჭა. მაგრამ ასაკიდან გამომდინარე ლაშას მოგება უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება თან თუ სხვა წონაში ბრინჯაოსაც თუ დავუმატებთ ხო საერთოდ

22:39 | 26.02.2017
federer (17) (15576)

ამის ნაკლები არცერთ ტურნირზე არ აგეღოთ ბიჭებოო

23:33 | 26.02.2017
mushni (93569)

ამინ

22:38 | 26.02.2017
federer (17) (15576)

ლიპოსაც რო ეჭიდავა კიდე უკეთესი შედეგი გვექნებოდაა

23:33 | 26.02.2017
mushni (93569)

+1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.075779