ფეხბურთი

22:04 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერიძემ სლოვაკეთში გოლით დაიწყო

სლოვაკეთის ჩემპიონატი განახლდა, ბრატისლავაში "სლოვანმა" მოქმედ ჩემპიონ "ტრენჩინს" 4:3 მოუგო და დამარცხებულთაგან ერთი გოლი გიორგი ბერიძემ გაიტანა. 19 წლის ბერიძემ პირველ ტაიმში მიითვალა გოლი, რითაც 1:1 გახადა ანგარიში. მან მატჩი სრულად ჩაატარა.

შეგახსენებთ, ბერიძე ბელგიური "გენტიდან" სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა "ტრენჩინში". ქართველი გარემარბი კარგად შეეწყო გუნდს და ამხანაგურებშიც გამოირჩეოდა: გოლებიც გაიტანა და საგოლე პასებიც ჰქონდა.

"ტრენჩინი" მიმდინარე სეზონში მეშვიდე ადგილზეა.

0.120626