ჭადრაკი

12:33 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებმა პოზიციები შეინარჩუნეს

მოჭადრაკე ვაჟთა შორის მიმდინარე გრან პრის გათამაშების პირველ ეტაპზე, რომელსაც საუდის არაბეთის ქალაქი შარჯა მასპინძლობს, მე-6 ტურის პარტიები გათამაშდა.

3,5-3,5 ქულით პირველ-მეორე ადგილებზე მყოფმა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (2796, საფრანგეთი) და შახრიარ მამედიაროვმა (2766, აზერბაიჯანი) ლიდერობა შეინარჩუნეს, რადგან მათი და სამქულიანი მოჭადრაკეების მონაწილეობით პარტიები ყაიმით დასრულდა.

ამრიგად, ვაშიე-ლაგრავსა და მამედიაროვს 6 ტურის შემდეგ 4,0-4,0 ქულა აქვთ. 3,5-3,5 ქულით კი III-VII ადგილებზე ჰიკარუ ნაკამურა (2785, აშშ), მაიკლ ადამსი (2753, ინგლისი), ალექსანდრ გრიშჩუკი (2742, რუსეთი), დმიტრი იაკოვენკო (2709, რუსეთი) და იან ნეპომნიაშჩი (2749, რუსეთი) იმყოფებიან.

გთავაზობთ მე-7 ტურის შეხვედრათა ჩამონათვალს ლიდერთა მონაწილეობით:

ვაშიე-ლაგრავი - იაკოვენკო

მამედიაროვი - ნეპომნიაშჩი

გრიშჩუკი - ადამსი

დინგ ლირენი (2760, ჩინეთი) - ნაკამურა

0.114879