ფეხბურთი

0:57 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დოკალი ჩინეთში ითამაშებს

ჩეხეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ბორეკ დოკალი კარიერას ჩინურ “ჰენან ჯიანიეში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “სპარტამ” 8.5 მილიონი ევრო მიიღო.

დოკალი ჩეხეთის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. მან მიმდინარე სეზონში “სპარტას” მაისური 22-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.

0.11956