დასასრულს მიუახლოვდა მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც ირანის დედაქალაქი თეირანი მასპინძლობს.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ბლიცსა და რაპიდში ანა მუზიჩუკმა (2558,უკრაინა) ზედიზედ მეორე შეხვედრა მოუგო მსოფლიოს ექს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (2549,რუსეთი), 2:0 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ჰარიკა დრონოვალსა (2539,ინდოეთი) და ტან ჟონგს (2502) შორის გამარჯვებული იქნება.
მდევრის როლში მყოფმა დრონოვალმა დღეს შეძლო მეტოქის დამარცხება და ანგარიში გაათანაბრა 1:1. ტაი ბრეიკის დასრულების შემდეგ მეორე ფინალისტის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.