უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად “მანჩესტერ სიტის” შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი დასახელდა. ინგლისელმა მოთამაშემ “მონაკოსთან” მატჩში გოლთან ერთად საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.
სტერლინგმა საბოლოოდ ხმების 35% მიიღო და მცირედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კევინ გამეიროს – “ატლეტიკოს” ფრანგმა ფორვარდმა 28% დააგროვა.
მესამე პოზიციაზე ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ლიდერი პაულო დიბალა (19%), ხოლო ბოლო, მეოთხე ადგილზე “ლესტერის” მეკარე კასპერ შმეიხელი (17%) გავიდა.