დღეს, ბათუმში, საქართველოს თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს ,,ბათუმი’’ და ,,სოხუმი’’ შეხვდებიან. გიორგი ჯგერენაიამ, დმიტრი ზაბირჩენკომ და ლუკა ზაქრაძემ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს და სტუმრები ამჯერადაც შესუსტებული შემადგელობით იასპარეზებენ. ეს ინფორმაცია worldsport.ge-ს ,,სოხუმის’’ მეპატრონე ვაჟა კვარაცხელიამ მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ ჯგერენაიას ფეხი აწუხებს, ხოლო ზაბირჩენკო და ზაქრაძე გაციებულები არიან. მათ ამ მიზეზით ვერც მინდინარე ჩემპიონატის მე-18 ტურში, ,,კაკტუსის’’ წინააღმდეგ ითამაშეს.