მოსკოვში მიმდინარე აეროფლოტის ღია საჭადრაკო ტურნირზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა.
A ჯგუფის მონაწილემ, ვაჟთა შორის საქრთველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ(2700) ზედიზედ ორი ყაიმის შემდეგ, ამჯერად შავებით, ჰოლანდიელ იორდენ ვან ფორესტი (2584) დაამარცხა, ჯამში 2 ქულა დააგროვა და 98 მონაწილეს შორის მე-12 ადგილზე იმყოფება.
2,5:2,5 ქულით I-VII ადგილებს ემილიო კორდობა (პერუ), ილია სმირინი (რუსეთი), მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი), ევგენი ნაიერი (რუსეთი), ედუარდო იტურისაგა ბონელი (ვენესუელა) და მატიას ბლუებაბი (გერმანია) ინაწილებენ. მე-4 ტურში ჯობავას მეტოქე ასევე 2 ქულის მქონე მარინ ბოსიოჩიჩი (2602, ხორვატია) იქნება.
რას შეეხება B ტურნირის მონაწილე ნინო ხომერიკსა და მერი არაბიძეს, მათ თითო ქულა აქვთ და აუტსაიდერთა შორის იმყოფებიან.