კალათბურთი

11:13 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა 6 ქულით დაბრუნდა

“გოლდენ სტეიტის” ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მხრის ტრავმა მოირჩინა და პარკეტს “კლიპერსთან” მატჩში დაუბრუნდა. “გოლდენ სტეიტმა” ლოსანჯელესელები 123:113 დაამარცხა. ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა, 4 ბლოკ-შოტი, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ სამივე ორქულიანი ჩააგდო. მისმა შემცვლელმა ჯავალ მაკგიმ 11 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი ტაიმი “მეომრებმა” 12 ქულით წააგეს, თუმცა მატჩი გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ოქროსშტატელებმა” 50:26 მოიგეს.

მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, “კლიპერსში” 19-19 ქულით რივერსი და კროუფორდი გამოირჩნენ.

“გოლდენ სტეიტი” 48 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” შინ “ბრუკლინს” შეხვდებიან, მატჩი 26 თებერვალს თბილისის დროით 07:30-ზე დაიწყება.

0.112536