“ვალენსიას” ერთ-ერთი ლიდერი ლუიშ ნანი ტრავმირებულია – იუწყება “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი.
30 წლის ფეხბურთელმა ტრავმა “რეალთან” მოგებული (2:1) შეხვედრის 39-ე წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. პორტუგალიელს დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მარცხენა ფეხის ბარძაყი აქვს დაზიანებული. ის დაახლოებით ორ კვირას გამოტოვებს.
ნანიმ მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.