უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი "მანჩესტერ სიტის" ჰყავს, ინგლისური გუნდიდან 3 მოთამაშე გამოარჩიეს.
აღნიშნულ სიმბოლურში მოგებული გუნდებიდან ვერ მოხვდნენ მადრიდის "რეალის" და "სევილიას" ფეხბურთელები. რვა თამაშიდან ფრედ არცერთი დასრულდა და წაგებული გუნდიდან მხოლოდ "მონაკოს" თავდამსხმელი რადამელ ფალკაო გამოარჩიეს.
მეკარე: ედერსონი ("ბენფიკა")
მცველები: ალექს სანდრო ("იუვენტუსი"), ლუიზაო ("ბენფიკა"), ტომა მუნიე (პსჟ)
ნახევარმცველი: ლეროი სანე ("მანჩესტერ სიტი"), ანხელ დი მარია (პსჟ), ტიაგო ალკანტარა ("ბაიერნი"), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი")
თავდამსხმელები: რადამელ ფალკაო ("მონაკო"), კევინ გამეირო ("ატლეტიკო"), სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი")