“ჰიუსტონ როკეტსის” ლეგენდარული კალათბურთელი იაო მინი ჩინეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, აღნიშნულ ინფორმაციას Tsn.ca ავრცელებს. წყაროს ცნობით, იაო დელეგატებმა ერთსულოვნად აირჩიეს.
იაო მინი ნბა-ს “ოლ სტარის” რვაგზის მონაწილეა. იაომ “ჰიუსტონის” მაისურით 486 მატჩი ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 19 ქულას, 9.2 მოხსნას, 1.6 პასს, 1.9 ბლოკ-შოტს და 0.4 ჩაჭრას აკეთებდა.