ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ თასზე მეოთხე ცვლილების შესაძლებლობა დაუშვა, იმ შემთხვევაში თუ მატჩში დამატებითი დრო დაინიშნება. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდმა გაავრცელა.
ასოციაციის თასზე აღნიშნული წესი მეოთხედფინალიდან ამოქმედდება, ამ ეტაპზე კი ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
"მიდლსბრო" - "ჰადერსფილდი" ან "მანჩესტერ სიტი"
"ტოტენჰემი" - "მილუოლი"
"არსენალი" - "ლინკოლნი"