“ინდიანა პეისერსის” ლიდერი პოლ ჯორჯი შესაძლოა 2018 წელს “ლეიკერსში” გადავიდეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
პოლ ჯორჯს, რომელიც ლოს ანჯელესშია დაბადებული, “ინდიანასთან” კონტრაქტი 2018 წელს უმთავრდება.
მიმდინარე სეზონში ის 22.3 ქულას და 6.2 მოხსნას აკეთებს. პოლი “ინდიანას” ღირსებას 2010 წლიდან იცავს.