“პორტუს” დამარცხებამ ტურინის “იუვენტუსს” ამ სეზონში რეკორდსმენის ტიტული მოუპოვა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ბებერ ქალბატონს” სტუმრად ჩატარებული ოთხი მატჩიდან ოთხი მოგება დაუგროვდა. “დინამო ზაგრებთან” (4:0), “ლიონთან” (1:0), “სევილიასთან” (3:1) და “პორტუსთან” (2:0).
“ბიანკონერის” შემდეგ შედეგიანობით მიმდინარე სეზონში გამოირჩა “პარი სენ ჟერმენი”, რომელსაც სტუმრად ორი მოგება და 1 ფრე დაუგროვდა. მადრიდის “რეალს” და “სევილიას” კი თითო-თითო მოგება და ორ-ორი ფრე.