“პორტუს” მექსიკელი ნახევარმცველი ექტორ ერერა ტრავმირებულია. “პორტუ” “იუვენტუსის” დაპირისპირებისას ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო.
26 წლის მექსიკელს ლიხშტაინერთან შეჯახებისას ფეხი დაუზიანდა და მისთვის 17 ნაკერის დადება გახდა აუცილებელი. პორტუგალიურმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს ფოტო, სადაც ნათლად ჩანს დაზიანებული ფეხი.
შეგახსენებთ, რომ “პორტუსა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება 22 თებერვალს გაიმართა და ტურინელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.