გერმანიის ნაკრების გულშემატკივარმა მუსტაფა ჩელიქმა სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე გამდიდრება მოისურვა და მიზნის განხორციელებამდე სულ მცირედი დააკლდა. მუსტაფამ ტოტალიზატორის ორ ევროიანი ბილეთი გააკეთა, სადაც მხოლოდ 2 თამაშის ზუსტი ანგარიში ეწერა. “ლევერკუზენი” - “ატლეტიკო” 2:4 და “სიტი” – “მონაკო” 4:3. მას 150 და 120 კოეფიციანტიანი ფსონები თითქმის დაუჯდა, რომ არა 83-ე წუთზე ლეროი სანეს გატანილი გოლი.
გაბრაზებულმა მუსტაფამ “შალკეს” ექს ფეხბურთელს ტვიტერის გვერდზე დაუპოსტა:
“მომეცი ჩემი 34 000 ევრო”.
ამ პოსტს “სიტის” ფლანგელმა შემტევმა ლეროი სანემ უპასუხა: “მე ვნახე თქვენი ბილეთი და ძალიან ვწუხვარ.”
შეგახსენებთ, მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები ამ გუნდებს შორის 15 მარტს გაიმართება.