ჭიდაობა

10:23 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდები ბულგარულ ხალიჩაზე გავლენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ბულგარეთიში გაემგზავრა და ხვალიდან 26 თებერვლის ჩათვლით, ვარნაში, 23-წლამდელთა საერთაშორისო კონკურენციაში ჩაებმება. პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე მთავარი მწვრთნელის ემზარი ბედინეიშვილის ხელმძღვანელობით ხალიჩაზე 10 მოჭიდავე გავა:

50 კგ - გოგა ძიგუა

57 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი და რამაზ თურმანიძე

61 კგ - ედემი ბოლქვაძე და გელა ქოქიაშვილი

70 კგ - მირზა სხულუხია

74 კგ - გოგა მამიაური და თორნიკე კვინიკაძე

84 კგ - ზაურ ბერაძე

125 კგ - ზურკო ურთაშვილი

0.123503