ვაჟ კალათბურთელთა საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ფლეი-ოფში მოხვედრისათვის მებრძოლი ,,სოხუმი’’ და სუპერლიგის დებიუტანტი ,,კაკტუსი’’ დაუპირისპირდნენ.
ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს შვიდ-შვიდი მოგება ჰქონდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე დღევანდელი მატჩის შედეგს ორივე გუნდისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
პირველ მეოთხედში ძირითადად ,,სოხუმი’’ ლიდერობდა. იყო მომენტი, როდესაც ანგარიშში სხვაობა შვიდი ქულა იყო ზღვისპირელთა სასარგებლოდ. ,,სოხუმმა’’ ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მეოთხრდის ბოლოს ერთქულიან უპირატესობას დასჯერდა 21:20. მესამე მეოთხედში ,,სოხუმის’’ უპირატესობამ ანგარიშში ათ ქულასაც კი მიაღწია 58:48, მაგრამ ვერც ამჯერად შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და მატჩის ძირითადი დრო ფრედ 83:83 დასრულდა.
ოვერტაიმმა ,,კაკტუსის’’ სრული უპირატესობით ჩაიარა და მისივე გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 18:10. მატჩის საბოლოო ანგარიშია 101:93 ,,კაკტუსის’’ სასარგებლოდ.
მიმდინარე ჩემპიონატში ხშირად ხდება, როდესაც ამა თუ იმ გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი ლეგიონერ კალათბურთელებს შეაქვთ. ამჯერად თავი ,,კაკტუსის’’ ქართველმა კალათბურთელებმა, კონკრეტულად კი ირაკლი ჩლაიძემ და ბექა ჩიკვილაძემ გამოიჩინეს. ჩლაიძემ ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 29 ქულა დააგროვა, ხოლო ჩიკვილაძის ანგარიშზე 25 ქულა 10 მოხსნა და 6 პასია. მათმა თანაგუნდელმა ჯონ ფლოვიესმა 10 ქულითა 19 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
სოხუმელთა შორის 23 ქული ყველაზე კარგი შედეგი ოთარ ბულიავას ჰქონდა. 14 ქულითა და12 მოხსნით ორმაგი დუბლი ალექსანდრ ტიშჩენკომ შეასრულა.
,,სოხუმში’’ ახალი მთავარი მწვრთნელის ვიტალი ჩერნის (უკრაინა) დანიშვნის შემდეგ გუნდმა წაგებას მოუხშირა, ზედიზედ სამ შეხვედრაში დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუარესა.
,,სოხუმი’’-,,კაკტუსი’’ 93: 101 (ძ.დ.83:83) (21:20, 22:26, 20:16, 20:21.დ.დ. 10: 18)