ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ადამ ლალანა "ლივერპულთან" ახალ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა სანდო წყაროსგან შეიტყო.
28 წლის მოთამაშეს ახალი ხელშეკრულების თანახმად კვირაში ანაზღაურების სახით კვირაში 110 000 გირვანქა სტერლინგი ექნება. ასევე სამი წლის შემდეგ თუ მხარეები თანამშრომლობით კმაყოფილნი იქნებიან, კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდება.
ლალანა "მერსისაიდელთა" წევრი 2014 წელს გახდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 113 მატჩში 20 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ინგლისელმა თავი 7-7 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.