საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაუგეგმა 21-წლამდე ნაკრებს. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, გია გეგუჩაძის გუნდი 12 ივნისს სტუმრად მონტენეგროს ახალგაზრდულ ნაკრებთან ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებლად ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს აქამდე ორი სპარინგი ჰქონდა დაგეგმილი - 22 და 25 მარტს თბილისში ისლანდიის წინააღმდეგ.
ევრო 2019-ის შესარჩევ ჯგუფში, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები დანია, პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა და ფარერები არიან.