ფეხბურთი

22:35 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ნიცას” საუკეთესო ბომბარდირი მძიმედ დაუშავდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთი ლიდერი “ნიცა” საუკეთესო ბომბარდირის გარეშე დარჩა. როგორც ზღვისპირული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ალასან პლეა მუხლზე მიღებული დაზიანების გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

23 წლის ფრანგმა ფორვარდმა ტრავმა “რენთან” (2:2) მატჩისას მიიღო 12 თებერვალს, ზუსტი დიაგნოზი კი, მას დღეს დაუსვეს.

ალასან პლეას “ნიცას” შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 32 მატჩში, 14 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

0.115749