ფეხბურთი

23:15 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

რიბერიმ და ბოატენგმა ვარჯიში დაიწყეს

მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ფრენკ რიბერიმ და ჟერომ ბოატენგმა სარეაბილიტაციო პერიოდი უკვე გაიარეს და ვარჯიში განაახლეს. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ორივე ფეხბურთელმა გუნდთან ერთად საწყის ეტაპზე ივარჯიშა, შემდეგ კი ინდივიდუალური პროგრამით გააგრძელა დატვირთვა.

რიბერი იანვრის ბოლოს "ვერდერთან" მატჩის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა, ხოლო ბოატენგმა ბოლო მატჩი გასული წლის 19 ნოემბერს ჩაატარა. ფრანგმა მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ბოატენგმა მხოლოდ 12 დაპირისპირებაში მოახერხა მონაწილეობის მიღება.

0.114342