ფეხბურთი

23:50 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუნი "სენტ ეტიენთან" ვერ ითამაშებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი "სენტ ეტიენთან" ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩს გამოტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, შემტევი ჟოზე მოურინიომ განაცხადს მიღმა დატოვა.

თებერვლის დასაწყისის შემდეგ რუნის ტრავმა ჰქონდა და მოედანზე არ გასულა. როგორც ჩანს ინგლისელი სათანადო ფორმაში არაა და ამიტომაც ვერ გაყვა გუნდს საფრანგეთში.

მიმდინარე სეზონში უეინმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.118085