ლივერპულის “ევერტონი” იტალიური “პალერმოს” თავდამსხმელის, ილია ნესტოროვსკის შეძენას გეგმავს. გამოცემა Tuttomercatoweb.com-ის ინფორმაციით, ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა 26 წლის ფორვარდს რომელუ ლუკაკუს შემცვლელად განიხილავს, თუ რა თქმა უნდა, ბელგიელი ლივერპულს დატოვებს.
რაც შეეხება ნესტოროვსკის, იგი “პალერმოში” მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა და 26 მატჩში 9 გოლთაც ერთად სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.