მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი გარბინე მუგურუზა “დუბაის” ტურნირის 1/16-ფინალში უკრაინელ კატერინა ბონდარენკოს დაუპირისპირდა. ესპანელი ჩოგბურთელი პირველ სეტში 1:4-ს მარცხდებოდა, რა დროსაც თამაში შეწყვიტა. მუგურუზამ კოჭის ტრავა მიიღო და როდის დაუბრუნდება კორტს, ჯერჯერობით უცნობია.
ბონდარენკო ტურნირის 1/8-ფინალში დანიელ კაროლინა ვოზნიაცკის შეხვდება.
Qatar Total Open-ის ტურნირის საპრიზო ფონდი 776 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.