ფეხბურთი

17:45 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

სოლომონ კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს კარიერას. დიდი ალბათობით, ქართველი მცველი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადავა "ლოკომოტივში", ოღონდ მოსკოველებს უპირატესი უფლება ექნებათ ფეხბურთელის გამოსყიდვისა.

სავარაუდოდ, კვირკველია დღეს "რუბინისა" და ნორვეგიული "სარპსბორგის" ამხანაგურ მატჩში ითამაშებს და შემდეგ შეუერთდება "ლოკოს".

"რუბინიც" და "ლოკომოტივიც" რუსული პრემიერლიგის ცხრილის შუაში არიან, მეცხრე-მეათე ადგილებზე. ორივეს 23-23 ქულა აქვს. მოსკოვურ გუნდს ცნობილი იური სიომინი წვრთნის, რომლის თავკაცობით არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია "ლოკომოტივში", მათ შორის, ზაზა ჯანაშიას, მალხაზ ასათიანსა და მიხეილ აშვეთიას.

0.119811