“ნიუ ორლეანის” ახალწვეული დემარკუს კაზინსი 30 მილიონ დოლარს იზარალებს.
დემარკუსს “საკრამენტოსთან” 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა და 209 მილიონ დოლარს მიიღებდა, ხოლო “ნიუ ორლეანთან” ხუთწლიან კონტრაქტში ის მაქსიმუმ 179 მილიონ დოლარს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას NBC-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ “საკრამენტომ” “ნიუ ორლეანში” გუნდის ლიდერი დემარკუს კაზინსი და ომერ კასპი გაუშვა, ხოლო სანაცვლოდ ნიუ ორლეანელებისგან ტაირიკ ევანსი, ლენგსტონ გალოვეი, ბადი ჰილდა და დრაფტის პირველი და მეორე პიკები მიიღო.