გიორგი ალავერდაშვილი ისევ ჩეხეთის პირველ ლიგაში ითამაშებს, ოღონდ გუნდი შეცვალა. 29 წლის შემტევი გასულ სეზონში "ტაბორსკოში" იყო, ამჯერად კი ლიგის აუტსაიდერ "პროსტეიოვში" გადავიდა. ახალი კლუბია, მოკრძალებული მიზნებით.
ალავერდაშვილმა არაერთი გუნდი გამოიცვალა, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი ლიტვაში ჰქონდა 2012-2013 წლებში. ჩეხეთში გადასვლამდე ალავერდაშვილი ლანჩხუთის "გურიაშიც" თამაშობდა.
გიორგიმ ახალ გუნდში, "პროსტეიოვში" ერთი მატჩი ჩაატარა: ავსტრიულ "ვინერ ნოიშტადთან" ამხანაგურ შეხვედრაში (1:1).