ფეხბურთი

19:48 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” კროოსის გადაბირებას შეეცდება

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალის” გერმანელი ნახევარმცველის ტონი კროოსის გადაბირების მცდელობას არ წყვეტს.

მანჩესტერელებს კროოსის შეძენა 2013 წელსაც სურდათ, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი გახლდათ, ტონი კი “ბაიერნის” ღირსებას იცავდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა “სამეფო კლუბში” გადასვლა აირჩია.

წყაროს ცნობით, “რეალი” კროოსის დათმობას არ აპირებს და შეძლებენ თუ არა მხარეები საერთო ენის გამონახვას, ზაფხულში გამოჩნდება.

0.124172