კალათბურთი

11:16 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დასავლეთმა აღმოსავლეთს აჯობა, MVP დევისი გახდა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩი გაიმართა. ამ ნამდვილ წარმოდგენას “ნიუ ორლეანმა” უმასპინძლა. დასავლეთ კონფერენციის ვარსკვლავებმა აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელები 192:182 დაამარცხეს. ნბა-ს “ოლ სტარების” ისტორიაში ყველაზე მეტი 374 ქულა ჩავარდა ჯამში, რაც რეკორდია. აქამდე საუკეთესო შედეგად 2016 წლის “ოლ სტარის” შედეგი ითვლებოდა 369 ქულა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი ერთის მხრივ მეტად სანახაობრივი გამოდგა, კალათბურთელებმა ბევრი ეფექტური მომენტი შემოგვთავაზეს, მაგრამ მატჩის დაძაბულობის მხრივ არანაირი ინტრიგა არ ყოფილა, კალათბურთელები არანაირ დაცვას არ თამაშობდნენ.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ენტონი დევისი დაასახელეს, რომელმაც გუნდს 52 ქულა, 10 მოხსნა და ორი ჩაჭრა შესძინა, დევისმა აღნიშნული ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.

კევინ დურანტი კი მეოთხე კალათბურთელი გახდა, ვინც “ოლ სტარზე” სამმაგი დუბლი შეასრულა (21 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი), აქამდე მსგავსი შედეგი მაიკლ ჯორდანს, ლებრონ ჯეიმსს და დუეინ უედს ჰქონდათ გაკეთებული.

ლებრონ ჯეიმსს “ოლ სტარზე” ყველაზე მეტი 314 ჩაგდებული ქულა დაუგროვდა.

დასავლეთი – აღმოსავლეთი 192:182 (48:53, 49:39, 47:47, 48:43) VIDEO

დასავლეთი: დევისი (52 ქ. 10 მ.), უესტბრუკი (41 ქ.), კარი (21 ქ.), დურანტი (21 ქ. 10 მ. 10 პ.), ტომპსონი (12 ქ.), ჰარდენი (12 ქ. 12 პ.), გასოლი (10 ქ. 10 მ. 8 პ.), ჰეივორდი (8 ქ.), ჯორდანი (6 ქ.), ლეონარდი (4 ქ.), კაზინსი (3 ქ.), გრინი (2 ქ.)

აღმოსავლეთი: ანტეტოკუმპო (30 ქ.), ჯეიმსი (23 ქ.), ირვინგი (20 ქ. 14 პ.), ტომასი (20 ქ.), ლოური (19 ქ.), დეროზანი (16 ქ.), ჯორჯი (12 ქ.), უოლი (12 ქ.), ენტონი (10 ქ.), უოკერი (7 ქ.), ბატლერი (6 ქ.), მილსაპი (5 ქ.)

0.167879